Tuesday, December 12, 2017
Wednesday, December 6, 2017
პროექტი გაკვეთილი თემაზე “სწორი ტანადობა ჯანმრთელობის საწინდარი“.
მე-8 კლასებში ბიოლოგიაში ჩატარდა პროექტი გაკვეთილი
თემაზე “სწორი ტანადობა ჯანმრთელობის საწინდარი“.
მიზანი: მოსწავლეებმა იცოდნენ თუ რა უარყოფითი შედეგი
შეიძლება მოჰყვეს არასწორად ჯდომას, დგომას, წოლას. იცოდნენ ყოველივე ამის თავიდან
აცილების გზები.
პრობლემა: მოსწავლეებისათვის არ არის საკმარისი იმ ინფორმაციის
მიღება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რომელიც პროგრამულად აქვთ საგაკვეთილო თემაში.
ამისათვის აუცილებელი არის ინფორმაციის მოძიება, ცოდნის გაღრმავება თუ რამ შეიძლება
გამოიწვიოს ხერხემლის მალების არასწორი განვითარება, რომელსაც თან მოჰყვება სხვადასხვა
დაავადებები და დაავადებით გამოწვეული რისკები.
განსახორციელებელი ამოცანები:
მოიპოვონ ინფორმაცია ხერხემლის განვითარების პათოლოგიების (სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი, დისკოზი) და მათი გამომწვევი
მიზეზების შესახებ. შეიმუშაონ რეკომენდაციები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალური
განვითარებისათვის და წარმოადგინონ კლასის წინაშე. აღწერონ ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა
ადამიანის ჯანმრთელობისათვის. განსაზღვრონ მისი როლი სხვადასხვა დაავადების რისკის
შემცირებაში. დაამზადონ ბუკლეტები და გადასცენ უმცროს მეგობრებს. მისცენ მათ რჩევა
დარიგება ძვალთა სისტემის ნორმალურად განვითარების შესახებ.
ვადები: ორი კვირა
შედეგი: მოიძიენ ინფორმაცია წარმოადგინენ რეფერატისა
და ვიდეო
მასალით. დაამზადენ ბუკლეტები.
მონიტორინგი:
პროექტის მომზადების შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ გასცენ
პასუხი კითხვებს. რომელიც სრულად ასახავს საკითხის სიღრმისეულ წვდომას. დაამზადენ ბუკლეტები
რომელშიც აღწერილია ხერხემლის მალების დაზიანებით გამოწვეული დაავადებები (კიფოზი,
სქოლიოზი, ლორდოზი, დისკოზი). მათი თავიდან აცილების გზები. გადასცენ ბუკლეტები უმცროს
მეგობრებს.
ბიოლოგიის წრე
სსიპ N37 საჯარო სკოლაში 2017 წლის 13 ოქტომბრიდან მუშაობა
დაიწყო ბიოლოგიის წრემ. წრის ხელ-ლი ბიოლოგიის მასწავლებელი ნატა კიკაბიძე. მუშაობის
მიზანია მოსწავლეებმა დაამუშაონ საატესტატო საგამოცდო პროგრამა. წრე იმუშავებს სასწავლო
წლის ბოლომდე. ბიოლოგიის წრის მუშაობა მოსწავლეს უმაღლებს ცოდნის დონეს და მორივაციის უნარს, აძლევს მოსწავლეს საშუალებას განამტკიცოს წინასასწავლო წლებში განვლილი პროგრამული მასალა და უკეთ აითვისოს ახალი მასალა.
Subscribe to:
Posts (Atom)